Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Linkin Park’ Category

Advertisements

Read Full Post »

Linkin Park

1994 წელს, შტატ არიზონას ქალაქ ფინიქსში სწავლის დასრულებისთანავე ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს, რომლის სახელი იყო “გრეი დეიზი” (Grey Daze). ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: “No Sun Today” და “Wake Me”. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ამასობაში, 1996 წელს, გიტარისტმა ბრედ დელსონმა და რეპერმა მაიკ შინოდამ მეგობარ დრამერთან, რობ ბოურდონთან ერთად ჩამოაყალიბეს თავიანთი ჯგუფი სახელად “სუპერქსერო”. ჰანი და ფარელი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ, შეიცვალა ბენდის სახელი და მას უწოდეს ქსერო. შემდეგ დაემატათ ვოკალისტიც – მარკ ვეიკფილდი და ჯგუფმა ჩაწერა პირველი დემო. ჩანაწერი გაუგზავნეს რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიას, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. მალე ვეიკფილდმა ჯგუფი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ შინოდამ ახალი ვოკალისტის ძებნა დაიწყო, ხოლო დელსონმა უორნერ ბრაზერსის ხმის ჩამწერ კომპანიის წარმომადგენელთან დაიწყო მოლაპარაკებები. სულ მალე ჯგუფს ახალგაზრდა ვოკალისტი, წარმოშობით ფენიქსელი ბენინგტონი შეუერთდა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა სახელი კიდევ შეიცვალა და გახდა “Hybrid Theory”.

უორნერ ბრაზერსმა ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება 1999 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მათ სახელის შეცვლა მოსთხოვეს, რადგან Hybrid-ზე საავტორო უფლება ინგლისურ ელექტრონულ ბენდს ეკუთვნოდა. განიხილებოდა სახელწოდების მრავალი ვარიანტი. ბოლოს ბენინგტონმა წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელწოდებად აერჩიათ “ლინკოლნ პარკი” (Lincoln Park), რადგან ჯგუფს ყოველ დღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, როდესაც თავიანთი სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა სახელწოდება “ლინკინ პარკი” (Linkin Park).

Read Full Post »

Linkin Park – New Divide

Read Full Post »

Linkin Park

ლინკინ პარკი (Linkin Park) ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელთა მუსიკა მიეკუთვნება ნიუ მეტალსა და ალტერნატიულ როკს . ის დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ).

წევრები-  ჩესტერ ბენინგტონი (ვოკალი)
რობ ბოურდონი (დასარტყამი ინსტრუმენტი)
ბრედ დელსონი (გიტარა)
დეივ “ფენიქს” ფარელი (ბასგიტარა)
მაიკ შინოდა (ვოკალი, ქიბორდი)
ჯო ჰანი (დიჯეი)

Read Full Post »